თავში

ანტიშოკური პასუხი იყო პროტოკოლთან შესაბამისობაში - გაბუნია

ანტიშოკური პასუხი იყო პროტოკოლთან შესაბამისობაში - გაბუნია
ანტიშოკური პასუხი იყო პროტოკოლთან შესაბამისობაში - გაბუნია

ექთნის გარდაცვალების ფაქტის გამოძიების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რეგულირების სააგენტოს მოკვლევის თანახმად, ანტიშოკური პასუხი იყო პროტოკოლთან შესაბამისობაში. 

„პირველ რიგში მნშვნელოვანია დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იმასთან, რაც მოხდა და რამდენად გამოიწვია ეს რეალურად ვაქცინამ. ამაზე მიდის მოკვლევა და ყველა სტრუქტურას სჭირდება გარკვეული დრო იმისთვის, რომ საბოლოო დასკვნები მივიღოთ. ჯერჯერობით, რაც რეგულირების სააგენტოს მოკვლევით ვანახეთ, ანტიშოკური პასუხი იყო პროტოკოლთან შესაბამისობაში, თუმცა ეს არ არის საკმარისი პასუხი იმისათვის, რომ დადგინდეს მიზეზ-შედეგობრიობა ვაქცინასა და დამდგარ შემთხვევას შორის. გამოძიება და მოკვლევა გრძელდება, როგორც კი გვექნება შედეგები, რა თქმა უნდა გაგიზიარებთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system