თავში

"ანტივაქსერების საყურადღებოდ" - რას წერს თამუნა თანდაშვილი

"ანტივაქსერების საყურადღებოდ" - რას წერს თამუნა თანდაშვილი
ანტივაქსერების საყურადღებოდ - რას წერს თამუნა თანდაშვილი

სა­ა­ვი­ა­ციო ასო­ცი­ა­ცია "ავი­ა­კო­მუ­ნი­კა­ტო­რის" პრე­ზი­დენ­ტი, თა­მუ­ნა თან­დაშ­ვი­ლი, რომელმაც კორონავირუსი ცოტა ხნის წინ დაამარცხა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ანტივაქსერებს მიმართავს:

"ანტივაქსერების საყურადღებოდ, ვინც 3 მუშკეტერთან ჩემს თანამშრომლობას არკვევთ, მინდა გაცნობოთ:

1. 11 წელია ავიაციის სფეროში ვმოღვაწეობ, კი ბატონი.

2. გახლავართ საავიაციო ასოციაცია Aviacommunicator • ავიაკომუნიკატორი ის დამფუძნებელი არც ეს არის სიმართლეს მოკლებული.

3. საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვარ.

4. ვწერ საავიაციო სვეტებს Forbes Woman Georgia თვის, დამემოწმებიან.

5. გახლავართ NRJ Georgia ბიზნეს-სელებრითის საავიაციო-სამოგზაურო გადაცემის წამყვანი, გასულ სეზონზე ყოველ შემთხვევაში )))

6. Donau-Universität Krems საავიაციო MBA ს სტუდენტი.

7. დარბა • Darba- ში კრეატიულ და საკომუნიკაციო ნაწილში ვეხმარები პუსკას და ჭანოს.

7. და აი ახლახანს, სულ რაღაც რამოდენიმე დღეა შევუერთდი GMT GROUP - ის გასტრონომიულ სექტორს და ვუხელმძღვანელებ კომერციულ მიმართულებას, ვადასტურებ. 

და კიდევ რაღაცეებსაც გავაკეთებ, ახლო მომავალში გაიგებთ. 

სად არის ახლა აქ 3 მუშკეტერი? ავიაცია, ტურიზმი, სტუმარმასპინძლობა, ხელოვნება, კულტურა, კომუნიკაციები - კი ბატონო.

მაგრამ აი რა 3 მუშკეტერი?!", - წერს თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system