თავში

ანტივაქსერული ისტერია შემოგდებულია, რომ დამნაშავეები ვერ დავინახოთ - გიგი თევზაძე

ანტივაქსერული ისტერია შემოგდებულია, რომ დამნაშა
ანტივაქსერული ისტერია შემოგდებულია, რომ დამნაშავეები ვერ დავინახოთ - გიგი თევზაძე

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე აცხადებს, რომ ანტივაქსერული ისტერია ქვეყანაში ხელოვნურადაა გაჩაღეული, რადგან მოსახლეობამ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში პასუხისმგებელი პირები ვერ გამოარჩიოს. 

მისი თქმით, ხელისუფლება ანტივაქსერებს პოპულისტობაში იყენებს და საკუთარ დანაშაულს ფარავს. 

"მდენი ადამიანი კვდება ყოველდღიურად. კი არ მჯერა, რომ "ვაქსერაბსოლუტისტებს" რამესი დავარწმუნებ, მაგრამ ვცადოთ და ლოგიკას მივყვეთ:

აცრა გიცავს გართულებისგან, სიკვდილისგან. ამავე დროს, საქართველოში ვაქცინის მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. ან მიწოდების ორგანიზებას. ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა. პოტენციურად რამდენი არ აიცრიდა, ვაქცინის 100%იანი მიწოდება რომ იყოს, მეორეხარისხოვანია.

"კარგ" ქვეყნებშიც არ არის 100%იანი აცრა, მაგრამ, საავადმყოფოებში უფრო ნაკლები ადამიანი კვდება, ვიდრე საქართველოში (აბსოლუტურ რიცხვებში და არა ფარდობითად).

ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ამ ადამიანების სიკვდილი არა აუცრელობის, არამედ საავადმყოფოს ბრალია. კიდევ წინ რომ გადავდგათ ერთი ნაბიჯი მსჯელობაში, იმ პროტოკოლების ბრალი, რომლებიც დამტკიცებულია და რომლის მიყოლაც სავალდებულოა ექიმებისათვის.

მგონი, გასაგებია, სად არის პრობლემა და რომ ანტივაქსერული ისტერია შემოგდებულია, რომ ნადვილი დამნაშავეები ვერ დავინახოთ.

კი, სწორად მიხვდით: მთავრობაა, რომელიც გიყენებთ ვაქცინაბსოლუტისტებს, საკუთარი დანაშაული რომ დაფაროს", - წერს გიგი თევზაძე Facebook-ზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system