თავში

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

,,ქუთაისის შემოვლითი გზა-სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზებისთვის მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში საჭიროა, 2020 წლის 10 აპრილის 16:00 საათიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე არსებული დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან, ამავე საავტომობილო გზის 248-ე კმ-ზე არსებულ ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე საავტომობილო მოძრაობის ჩაკეტვა, გარდა სამშენებლო სატრანსპორტო საშუალებებისათვის", -აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, ჩაკეტვის პერიოდში, დასავლეთიდან-აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება, არსებული შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-204) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი) -ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზაზე და დაფნარი-სამტრედია-ახალსოფელი და ბაშის სატრანსპორტო კვანძზე არსებული პანდუსი 2-ის გავლით განხორციელდება დაკავშირება თბილისის მიმართულებასთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system