თავში

ანზორ ჩუბინიძე: ეს ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებაა

ანზორ ჩუბინიძე: ეს ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებაა
ანზორ ჩუბინიძე: ეს ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებაა

"აბსურდული მცდელობა, რომ ქართული საზოგადოება დაარწმუნო იმაში, რომ ანზორ ჩუბინიძე დღეს დადის კარდაკარ და ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება", - ასე შეაფასა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "შაბათის" სატელევიზიო ანონსი, რომლის მიხედვითაც, ბერა ივანიშვილი, სახელმწიფო სტრუქტურებს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების დევნას სთხოვდა. 

ანზორ ჩუბინიძის თქმით, ეს არის გამიზნული პროვოკაცია. ხოლო ჩანაწერების წარმომავლობა გაუგებარია. 

"ამას მე იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. ქართულმა საზოგადოებამ თვითონ შეაფასოს ეს ბრალდება. თუმცა ჩემთვის გასაოცარია ამ ბოროტული განზრახვის საფუძველი. გასაგებია, რომ ეს არის მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გამიზნული დისკრედიტაცია. როგორმე მოსდონ ჩირქი და თუნდაც ერთსაათიანი ტყუილებით დასდონ მათ რაიმე, თუნდაც აბსურდული ბრალი“, - აცხადებს ჩუბინიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system