თავში

ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდაზე დაკრძალავენ

ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდაზე დაკრძალავენ
ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდაზე დაკრძალავენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიკრძალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა.

„გუშინ, საქართველომ დაკარგა გენიალური ფოლკლორისტი, ქართული ხალხური მუსიკის მოამაგე და საზოგადო მოღვაწე - ბატონი ანზორ ერქომაიშვილი.

მისი ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე მართლაც რომ ფასდაუდებელია.

ანზორ ერქომაიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ხალხურ მრავალხმიან მუსიკას, ჩვენს ყველაზე ძვირფას საგანძურს და მთელ მსოფლიოს გააცნო ქართული მუსიკისა და გენის სიდიადე.

ბატონი ანზორის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია, თუმცა, მჯერა, იმ საქმეს, რომელსაც მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა, ღირსეულად გააგრძელებენ მისი აღზრდილი თაობები.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას ბატონი ანზორის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს”, - აღნიშნა პრემიერმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system