თავში

ანზორ მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

ანზორ მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
ანზორ მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

ბოლო ორი დღეა ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა და ალბათ, დღეს უკვე საავადმყოფოში მომიწევს გადასვლა, - ამის შესახებ კლინიკა "გულის" დირექტორმა ანზორ მელიამ Report.ge-ს განუცხადა. 

მელიას თქმით, მას ჰაერის უკმარისობა, ხველა და სიცხე აწუხებს. 

"ვირუსის მაჩვენებლის მატება მთელს საქართველოში გაიზარდა და სწორედ ამიტომ იფეთქა კლინიკაში ვირუსმაც. კლინიკაში გაიზარდა ინფიცირებული პაციენტების მომართვიანობა, ისინი  დროულად ვერ გადაგვყავდა სპეციალიზირებულ კლინიკაში და ამიტომ გავრცელდა ვირუსი ასე სწრაფად. კლინიკის სხვა თანამშრომლები სტაბილურად არიან და ისინი თავს კარგად გრძნობენ. მე ბოლო ორი დღეა  მდგომარეობა გამიუარესდა და ალბათ, დღეს უკვე საავადმყოფოში მომიწევს გადასვლა. სიმპტომებიდან, ჰაერის უკმარისოა, ხველა და სიცხე მაქვს", - განუცხადა ანზორ მელიამ Report.ge-ს. 

ცნობისთვის, კორონავირუსის შემთხვევების გამო კლინიკა “გული” 10 დეკემბრამდე დაიხურაჯამში, კლინიკის 60-მდე თანამშრომელია ინფიცირებული, მათგან 30 ექიმია. ინფიცირებულია კლინიკის დირექტორი ანზორ მელიაც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system