თავში

"ამ აბებით ადამიანები კორონავირუსის მკურნალობას სახლში შეძლებენ" - ღოღობერიძე

"ამ აბებით ადამიანები კორონავირუსის მკურნალობას სახლში შეძლებენ" - ღოღობერიძე
ამ აბებით ადამიანები კორონავირუსის მკურნალობას სახლში შეძლებენ - ღოღობერიძე

შესაძლოა, "ფაიზერმა" კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების წარმოება დაიწყოს.  

ექიმი გიორგი ღოღობერიძე აცხადებს, რომ ამ აბებით ადამიანებს კორონავირუსის მკურნალობა სახლის პირობებში შეეძლებათ.

"წლის ბოლოს, შესაძლოა, "ფაიზერმა" ნამდვილად შექმნას მედიკამენტი. ასეთი აბები ჩვენ გვაქვს დღესაც c-ჰეპატიტის და აივინფექციის საწინააღმდეგოდ. ამ მედიკამენტის მოქმედების მთელი არსი იქნება იმაში, რომ კორონავირუსით დაავადებულ ადამიანს შეეძლება სახლის პირობებში ამ აბებით მკურნალობა და არ მოუწევს კლინიკაში წასვლა. 

კოვიდი იქცევა ჩვეულებრივ დაავადებად და არა რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევად. ეს აბები ალბათ იმოქმედებს მყისიერად,"- განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.

მისივე თქმით, თუ მარეგულირებლები "ფაიზერს" ხელს შეუწყობენ, შესაძლოა, მედიკამენტი 2021 წლის ბოლოს მზად იყოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system