თავში

აპინძაში კლდის ნაშალი ლოდები ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში ჩაცვივდა

აპინძაში კლდის ნაშალი ლოდები ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში ჩაცვივდა
აპინძაში კლდის ნაშალი ლოდები ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში ჩაცვივდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში კლდე იშლება, რის გამოც რამდენიმე ოჯახს გასახლება ემუქრება. კლდის ნაშალი მათ საფრთხეს უქმნის. გვიან ღამით ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში კლდიდან მოწყვეტილი ლოდები ჩაცვივდა. რამდენიმე მათგანი ეზოში გაჩერდა, ერთი კი სარდაფის სახურავს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საფრთხის წინაშე სამი ოჯახია.

ასპინძის მერის მოადგილე აცხადებს, რომ ეზოდან კლდის ნაშალი ხელით უნდა გაიწმინდოს რადგან მძიმე ტექნიკის მუშაობამ შესაძლოა ლოდების ცვენა გამოიწვიოს.

„უზარმაზარი კლდეა, რომელიც იშლება. სამი ოჯახია საფრთხეში. რა სახით შეიძლება დავეხმაროთ, ამას ადგილობრივებთან ერთად განვიხილავთ, იმიტომ რომ კლდის მოსახსნელად ან დიდი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რასაც ჩვენი ფინანსებით ვერ შევძლებთ, ან ეს ოჯახები უნდა გავასახლოთ ტერიტორიიდან“, - განაცხადა მერის მოადგილემ დავით პაპაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system