თავში

აპრილში საქართველოში ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა შემოვა

აპრილში საქართველოში ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა შემოვა
აპრილში საქართველოში ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა შემოვა

აპრილში საქართველოში ჩინური კომპანია "სინოფარმის" ვაქცინის 100 000-მდე დოზა შემოვა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ამასთან ერთად, გრძელდება მოლაპარაკებები "ფაიზერთან", "ნოვაქსთან", "ჯონსონ ენ ჯონსონთან" და სხვა მწარმოებლებთან. 

კონტრაქტია დადებული ერთ-ერთ ცნობილ ჩინურ მწარმოებელ კომპანია „სინოფარმთან“, რომლითაც ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი ჩინეთში, ემირატებში, სერბეთში, უნგრეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. აპრილში „სინოფარმის“ დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა საქართველოში. ის ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, მაგრამ მას აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია", - განაცხადა გამყრელიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system