
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის სამკურნალო აბების შესახებ წერს:
"ფაიზერის ახალი კოვიდ აბი საინტერესოა, მაგრამ არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, როგორც ყველა ელოდებოდა. მოლოდინი იყო 90% ეფექტური დაცვა პაციენტების….
თავად "ფაიზერის" მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მისი აბი მხოლოდ ამცირებს ჰოსპიტალიზაციას (საავადმყოფოში დაწოლას მძიმე სიმპტომებით) დაახლოებით 70% (კვლევა ომიკრონამდე იყო ჩატარებული).
ნუ ელოდებით "მაგიურ" წამალს ან "უკვდავების ელექსირს", გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე!
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს გიორგი ფხაკაძე.