თავში

არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს გული წაუვა თუ ავტომანქანა დაეჯახება და გარდაიცვლება - კულუმბეგოვი

არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს გული წაუვა თუ ავტომანქანა დაეჯახება და გარდაიცვლება - კულუმბეგოვი
არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს გული წაუვა თუ ავტომანქანა დაეჯახება და გარდაიცვლება - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ გართულებებისა და გარდაცვალების შემთხვევებთან დაკავშირებით კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

ალერგოლოგი განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანს ვაქცინა გაუკეთდება, არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით გარდაიცვლება, პირველ ეტაპზე, მისი გარდაცვალება, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს განხილული, როგორც ვაქცინაციის პოტენციური შედეგი. თუმცა, მისივე თქმით, ლეტალურ შედეგსა და ვაქცინაციას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი ამ ეტაპზე არავის დაუდასტურებია.

"ნებისმიერი მოვლენა, რაც ვაქცინაციის დღიდან შესაძლოა 21 დღეში დაფიქსირდეს, არა აქვს მნიშვნელობა ადამიანს გული წაუვა თუ ავტომანქანა დაეჯახება და გარდაიცვლება, უნდა დაუკავშირო პოტენციურად ვაქცინაციას. უნდა მოიწვიო იმუნიზაციის შემდგომი კომისიის სხდომა და სპეციალისტებმა გააკეთონ დასკვნა, ამ ადამიანის გვერდითი მოვლენა ხომ არ იყო დაკავშირებული ვაქცინაციასთან", - განაცხადა კულუმბეგოვმა. 

ამასთანმ ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა, რომ იმუნიზაციის შემდეგ გვერდითი მოვლენების მონიტორინგი საქართველოშიც ხორციელდება.

„ამის ოფიციალური კომისია არსებობს და ერთ-ერთი წევრი, როგორც იმუნოლოგი მეც ვარ. ეს ყველაფერი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით დაავადებათა კონტროლის ცენტრთანაა შექმნილი“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვის თქმით, ამ ეტაპზე, კვლევებით დასტურდება, რომ ვაქცინით მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს ზიანს. ექიმი ფიქრობს, რომ ვქყენანამ ვაქცინაციის პროცესი არ უნდა გადაავადოს. 

"მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევები კვლევის პროცესშია და ჯერ არავის მიზეზშედეგობრივი კავშირი არ დაუდასტურებია, ამ ეტაპისთვის, ამ ვაქცინით მიღებული სარგებელი აჭარბებს შესაძლო ზიანს, რაც შეიძლება მასთან იყოს კავშირში. ეს კონკრეტული პარტია (რაც საქართველოში შემოვა) კორეული წარმოების იქნება, შესაბამისად, რაიმე ამ პარტიასთან კავშირი, რომელიც ეჭვს იწვევს ევროკავშირის ქვეყნებში, ჯერჯერობით არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ თუ არ იქნება კოვაქსისგან ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან, რომლის ქოლგის ქვეშ არის "კოვაქსი" და ყველა სხვა პლატფორმა, რაიმე მითითება ვაქცინაციის პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, ქვეყანამ ეს არ უნდა გააკეთოს და ვაქცინაცია უნდა დავიწყოთ ისე, როგორც აუცილებელია და ეროვნული გეგმით არის გაწერილი," - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system