თავში

არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ ჭამა-სმა - ამირან გამყრელიძე

არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და
არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ ჭამა-სმა - ამირან გამყრელიძე

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საპატრიარქოსთან რეკომენდაციებს შეათანხმებს. ამის შესახებ დღეს ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, სასურველია, თუ მოსახლეობა აღგომას მოკრძალებულად აღნიშნავს. 

“გარკვეული რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით იქნება, მაგრამ ეს წინასწარ ყველაფერი უნდა შეთანხმდეს საპატრიარქოსთან. რაც შეეხება ბრწყინვალე შვიდეულს, აღდგომის შემდგომ დღეებს, აქაც გასაგებია, რომ იქნება მოწოდება, რომ არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული, იქ ჭამა-სმა, მოკრძალებულად გავაკეთოთ, გავიდეთ, ჩვენს მიცვალებულებს ვცეთ პატივი ისე, როგორც გვეკადრება პანდემიის პერიოდში.”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system