თავში

არ არსებობს პრობლემა, რომელიც შეთანხმებით ვერ მოგვარდება - გურამ მაჭარაშვილი

არ არსებობს პრობლემა, რომელიც შეთანხმებით ვერ მოგვარდება - გურამ მაჭარაშვილი
არ არსებობს პრობლემა, რომელიც შეთანხმებით ვერ მოგვარდება - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა დმანისში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და დაპირისპირებულ მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მან მომხდარს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი უწოდა. 

„დმანისში ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის მასშტაბი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, გვაქვს იმედი და დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც ადგილობრივი საზოგადოება, ასევე შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ იმას, რომ ძალიან მალე დამშვიდდება საზოგადოება, რომელიც ახლა დმანისში იმყოფება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომელიც არ შეიძლება მოგვარდეს შეთანხმებით, მით უფრო ადგილობრივებს შორის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system