თავში

"არ დაიკლო მკვდარი, ქელეხი, ორმოცი..." - რას წერს ექიმი ანი ქავთარაძე

"არ დაიკლო მკვდარი, ქელეხი, ორმოცი..." - რას წერს ექიმი ანი ქავთარაძე
არ დაიკლო მკვდარი, ქელეხი, ორმოცი... - რას წერს ექიმი ანი ქავთარაძე

ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

მედიკოსი "ფეისბუქის" პირად გვერდზე კორონავირუსის ახალ შემთხვევებს ეხმაურება და წერს:

"უხ!! შენ გენაცვალე, ჩემო, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე განათლებულო ერო!შენ გენაცვალე, აი, მაგ ადამიანურობაში, სიყვარულში, კაცთმოყვარეობასა და ემპათიაში!შენს ჭირისუფლად დგომას ვენაცვალე, დამწუხრებული სახით, ყოველ გარდაცვლილზე!მაინც, რანაირი, ფარისევლური გლოვა იცი! შენ გენაცვალე, ქვეყნის მომავალზე ფიქრში-

ონლაინ გაკვეთილების შემდეგ, ტელეფონ ჩაციებულ და ტელევიზორს მიჯაჭვულ თაობაში!

შენ გენაცვალე, მშიერ პენსიონერებში! შენ გენაცვალე, ემიგრანტებში, ლუკმა-პურს რომ არ აკლებენ, თავიანთ,

აუცრელ ქმარ-შვილს!

რად უნდათ სამუშაო ადგილები?! სკოლა, ბაღი! პირდაპირ აკადემიკოსებად ვიბადებით გაბრწყინებულ იბერიაში!

უხ, რამდენი მინდა კიდევ დავწერო! შენ გენაცვალე, რააა!

ეგრე გააგრძელე, არ დაიკლო მკვდარი, ქელეხი, ორმოცი....

წლისთავებზეც ვიზამთ რამეს!!!", - წერს ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 1 586 ინფიცირებული. გარდაიცვალა 26 პაციენტი. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system