თავში

სამგორის გამგებელი: არც ერთი დაზარალებული არ დარჩება უყურადღებოდ

სამგორის გამგებელი: არც ერთი დაზარალებული არ დარჩება უყურადღებოდ
სამგორის გამგებელი: არც ერთი დაზარალებული არ დარჩება უყურადღებოდ

ხანძრისას დაზარალებული არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ, - ამის შესახებ სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ამ დროისათვის ზარალის რაოდენობაზე საუბარი რთულია. 

„მთელი ღამე ვიყავით მოსახლეობასთან ერთად და ვებრძოდით ხანძარს. შევხვდებით მოსახლეობას, გავიგებთ მათ მოთხოვნებს. ჩვენი მთავარი მიზანია, არავინ დარჩეს უყურადღებოდ და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, აუცილებლად, მოსახლეობის გვერდზე ვიქნებით და პროცესში ვიქნებით ჩართული. შიგნით სპეციალური სამსახურები მუშაობენ, როდესაც შევლენ და დაიწყებენ დათვლას, მას შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ზარალზე. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ტერიტორია არის იზოლირებული. დღეს ბაზრის წარმომადგენლებთან დაგეგმილია შეხვედრა და მათთან გვექნება კომუნიკაცია და საუბარი“, - განაცხადა კახა სამხარაძემ.

ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ადამიანი დაზარალდა ხანძრის შედეგად, ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ ღამით გაჩნდა.  

დამწვარია 4 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system