თავში

"არ გაბედო" - პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

"არ გაბედო" - პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
არ გაბედო - პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირეზე, პარლამენტთან, საპროტესტო აქცია "არ გაბედო" განახლდა. ამ წუთებში აქციის ორგანიზატორები აქციაზე შეკრებილ ხალხს მიმართავენ. ცოტა ხნის წინპარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეშის ღუმელი, კასრები და შეშა მიიტანეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, კასრები ცეცხლის დასანთებად სჭირდებათ, რომ დემონსტრანტები გათბნენ. 

საპროტესტო აქცია, პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას მოჰყვა. დემონსტრანტები გარდამავალი მთავრობის პირობებში, პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. პირველი საპროტესტო აქცია კენჭის ყრის შემდეგ გუშინ საღამოს გაიმართა. მოგვიანებით, აქციის მონაწილებისა და ორგანიზატორების ნაწილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს და აქცია-პერფორმანსი გამართეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system