თავში

არ გაგათავისუფლებენ, თუმცა, უხელფასოდ მოგიწევს მუშაობა - ზაზა წერეთელი

არ გაგათავისუფლებენ, თუმცა, უხელფასოდ მოგიწევს მუშაობა - ზაზა წერეთელი
არ გაგათავისუფლებენ, თუმცა, უხელფასოდ მოგიწევს მუშაობა - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, რომ საფრანგეთში ახალი რეგულაციის მიხედვით, მათ ვისაც ორჯერადი აცრა არ ექნებათ, უხელფასოდ მოუწევთ მუშაობა.

"საფრანგეთში 9 აგვისტოდან შევა ძალაში ახალი კანონი, რომლის თანახმადაც ე.წ "ჯანმრთელობის ცნობა - Health pass" სავალდებულო იქნება კაფეში და რესტორანში შესასვლელად, თვითმფრინავით ან საქალაქთაშორისო მატარებლით მგზავრობისთვის. შაბათ -კვირას პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმდებლობამ გამოიწვია მასობრივი საპროტესტო აქციები საფრანგეთში, მაგრამ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ამ კანონის განხორციელება. ჯანმრთელობის ეს ცნობა პასი წარმოიქმნება ან აღიარებული ვაქცინის ორი აცრის, უარყოფითი კორონავირუსული ტესტით ან ინფექციისგან გამოჯანმრთელების ცნობის საფუძველზე. კანონმდებლობით ასევე სავალდებულო გახდა ვაქცინაცია ჯანმრთელობის მუშაკებისა და მომვლელებისთვის (ცვლილება შევიდა რომ სამსახურიდან ამის გამო არ გაგანთავისუფლებენ, თუმცა უხელფასოდ მოგიწევს მუშაობა). აი ასეთი მნიშვნელეობა აქვს ვაცინაციას",- წერს ზაზა წერეტელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system