თავში

არ გამოვრიცხავთ, სხვა სახელმწიფოს ვთხოვოთ თავშესაფარი - ირმა ბუთხუზი

არ გამოვრიცხავთ, სხვა სახელმწიფოს ვთხოვოთ თავშესაფარი - ირმა ბუთხუზი
არ გამოვრიცხავთ, სხვა სახელმწიფოს ვთხოვოთ თავშესაფარი - ირმა ბუთხუზი

ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, ის მოთმინება რაც იყო უკვე ამოიწურა, - ამის შესახებ ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზმა განაცხადა. 

მისი თქმით, თუ არსებული ვითარება არ შეიცვლება, გამორიცხული არ არის თავშესაფარი სხვა ქვეყანას სთხოვონ.

"ჩვენ ვაანონსებთ გარეთ გასვლას და არ გამოვრიცხავთ მასშტაბურ აქციებს. ჩვენ გვინდა შევხვდეთ, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს და არ გამოვრიცხავთ, რომ თავშესაფარი ვთხოვოთ ნებისმიერ სახელმწიფოს. ეს ყველაფერი რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

ცნობისთვის, გუშინ, ერგნეთში "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს, 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოკუპანტებმა დაკავებამდე ზაზა გახელაძე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system