თავში

"არ გინდა აცრა? მაშინ შეეგუე დისკომფორტს" - ცერცვაძე

"არ გინდა აცრა? მაშინ შეეგუე დისკომფორტს" - ცერცვაძე
არ გინდა აცრა? მაშინ შეეგუე დისკომფორტს - ცერცვაძე

არ გინდა აცრა, კი, ბატონო, მაშინ შეეგუე, ერთგვარ დისკომფორტს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძე ამბობს, რომ მომხრეა, საქართველომ ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტი შემოიღოს, რაც ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეულ პრივილეგიებს მიანიჭებს.

"ის, ვინც წარმოადგენს დოკუმენტს, ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტს, მას გარკვეულ სივრცეებში აქტივობისთვის პრივილეგიები მიეცეს. მაგალითად, რესტორნებში, მაღაზიაში, სასტუმროებში. თუ შენ ამჯობინებ, რომ ნებისმიერი, იქნება ეს რწმენის, თუ ვინმეს გავლენის გამო, არ გინდა აცრა, კი, ბატონო, მაშინ შეეგუე, ერთგვარ დისკომფორტს", - განაცხადა ცერცვაძემ.

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა ნახეთ ბმულზე.

ნახეთ, რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system