თავში

არ გვაქვს მარტივი მიმდინარეობა, ლეტალობა მაღალია - ტიკარაძე

არ გვაქვს მარტივი მიმდინარეობა, ლეტალობა მაღალია - ტიკარაძე
არ გვაქვს მარტივი მიმდინარეობა, ლეტალობა მაღალია - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო ღამის გადაადგილების მოხსნის შესახებ იმსჯელებს, თუმცა მინსიტრის შეფასებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მარტივი არ არის და კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობაც მაღალია. 

„დღესდღეობით ეპიდვითარება საყურადღებოა. ამის საფუძველს ჩვენ გვაძლევს არა მხოლოდ რიცხვები, რომელიც ქვეყნდება დადებითობის მაჩვენებელთან დაკავშირებით, არამედ ლეტალობის კომპონენტი, რომელიც ქვეყანაში არის. ვხედავთ, რომ ვირუსის შტამს, რომელიც დღეს დომინანტურია ქვეყანაში, არ აქვს მარტივი მიმდინარეობა და ლეტალობის რიცხვი გვაქვს საკმაოდ მაღალი. ჩვენ დამატებით საკოორდინაციო საბჭოზე ვიმსჯელებთ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, თუმცა, ვთვლი, რომ სიფრთხილე არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან მთელი ზაფხული წინ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის არა მოკლევადიანი, ფრაგმენტული გახსნები, რომელიც შეიძლება შემდეგში იყოs მასშტაბური დახურვების მიზეზი, არამედ სწორად გაანალიზებული, მართული პროცესი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მთელი ზაფხულის პერიოდი ეკონომიკისთვის მდგრადად გავიაროთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system