თავში

არ გვიხარია ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება, მაგრამ გვიწევს - გომელაური

არ გვიხარია ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება, მაგრამ გვიწევს - გომელაური
არ გვიხარია ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება, მაგრამ გვიწევს - გომელაური

„არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს არ გვიხარია ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება, გვესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ გვიწევს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის მოქალაქეების დაჯარიმების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყოველდღიურად, საღამოს 9 საათზე, რეგულაციების დარღვევისთვის პლიუს-მინუს 100 ადამიანი ჯარიმდება.

„არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს არ გვიხარია ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება. გვესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ გვიწევს ხოლმე. დარღვევები დაახლოებით 1000-მდეა. საქართველოს მასშტაბით, ყოველდღიურად, საღამოს 9 საათზე, რეგულაციების დარღვევისთვის პლიუს-მინუს 100 ადამიანი ჯარიმდება. პირბადეზე კი დაახლოებით 1000-მდე ადამიანი ჯარიმდება. სამწუხაროდ, მაინც ხდება ასეთი დარღვევები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system