თავში

,,არ გვიწერია გადაშენება" - მაქარაშვილის ახალ კამპანიაში 150-ზე მეტი მოხალისე ჩაერთო

,,არ გვიწერია გადაშენება" - მაქარაშვილის ახალ კამპანიაში 150-ზე მეტი მოხალისე ჩაერთო
,,არ გვიწერია გადაშენება - მაქარაშვილის ახალ კამპანიაში 150-ზე მეტი მოხალისე ჩაერთო

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს. როგორც ირკვევა, მის მიერ ორი დღის წინ დაანონსებულ სოციალურ კამპანიას უკვე ძალიან ბევრი ადამიანი შეურთდა. 

,,არა, არ გვიწერია გადაშენება 

ეს ქვეყანა სავსეა კეთილზე კეთილი ადამიანებით
მეორე დღის ბოლოს ეს ხდება ჩემს თავს:

  • 4000 პირბადე
    •1100 სადეზინფექციო ხსნარი
    • 114 სამედიცინო კომბინიზონი
    • 3000 ხელთათმანი
  • 150-ზე მეტი მოხალისე, რომელიც ანაზღაურების გარეშე მზადაა დღესვე დაიწყოს ნებისმიერი საჭირო საქმის კეთება.

    27 სამედიცინო განათლების მქონე მოხალისე, რომელიც მთელს ცოდნას და ენერგიას ჩადებს ინფიცირებულების სიცოცხლის გადასარჩენად. ბუნებრივია სრულიად უფასოდ.

    40 გოგონა, რომელიც ვერ გამოდის სახლიდან, თუმცა ძალიან მალე გაივლის ტრენინგს და 24 საათიანი რეჟიმში გიპასუხებთ “ალტერნატიულ ცხელ ხაზზე" და ნებისმიერ მსურველს დამტკიცებული გაიდლაინის მიხედვით გაუწევენ სატელეფონო კონსულტაციას.

    უკვე მოგროვდა 30-მდე მოხალისე მძღოლი.

    ცალკე ემზადებიან კულინარები, ცხელი წვნიანების მოსამზადებლად, მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.

    ეს მხოლოდ დასაწყისია!

    2 დღის წინ დავიწყე მარტომ ეს ამბავი და რასაც ფოტოზე ხედავთ, სულ 5 ადამიანის დახმარებითაა შეძენილ/მოგროვებული.

    ათასები რომ ჩავერთვებით, მერე რეებს დავატრიალებთ ხვდებით ალბათ.
    ერთად ყველაფერი გამოგვდის და ამ დამპალ ვირუსსაც მოვერევით.

    თუ ეს პოსტი ბევრ ადამიანამდე მივა, კიდევ მეტი ჩაერთვება და კიდევ უფრო სწრაფად ვიპოვით ყველაზე გაჭირვებულებს და დახმარებასაც უსწრაფესად შევძლებთ.

    Gvantsa Pertia-ს მიწერეთ თუ რამით დახმარება შეგვიძლია გაგიწიოთ ან იქით შეგიძლიათ ვინმეს დაეხმაროთ", - წერს მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, გიგა მაქარაშვილმა სოციალური კამპანია 24 ნოემბერს დააანონსა. ის მოქალაქეებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვისკენ მოუწოდებდა.

    ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

    კატეგორიის სხვა ახალი ამბები

    ბოლო სიახლეები

    ბოლო სიახლეები



    orphus_system