თავში

არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ გამარჯვებას ეფექტურად გამოიყენებს - ბოკერია

არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ გამარჯვებას ეფექტურად გამოიყენებს - ბოკერია
არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ გამარჯვებას ეფექტურად გამოიყენებს - ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის გამარჯვებაა და უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი და ლეგიტიმური პოლიტიკური ინსტრუმენტი იმ საფრთხის წინაშე, რასაც პუტინის რუსეთი ეწოდება.

ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ ინსტრუმენტს ეფექტურად გამოიყენებს ქვეყნის ინტერესებისათვის. 

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა საქართველოსთვის, როგორც სამართლებრივი, ისე ლეგიტიმური პოლიტიკური ინსტრუმენტი ამ დიდი საფრთხის წინაშე, რასაც პუტინის რუსეთი და რუსეთის ფედერაცია, სანამ ასეთ ფორმაშია, წარმოადგენს ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისათვის, ისე მთელი თავისუფალი სამყაროსთვის და რათქმაუნდა წარსულის უსამართლობაზე პასუხისმგებლობის დაყენების თვალსაზრისით, პოლიტიკურად და სამართლებრივად მომავალში. ორივე თვალსაზრისით არის ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება.

ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ეფექტურად გამოიყენებს, ხელისუფლება, რომელსაც ექნება ხედვა, რწმენა, კომპეტენცია, სურვილი და ამოცანა, რომ ეს ეფექტურად გამოიყენოს. ჩვენ ეს ვნახეთ წინა გამარჯვებისას, როდესაც დადგინდა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა სამარცხვინო დეპორტაციაზე საქართველოს მოქალაქეების და ეთნიკურად ქართველი წარმოშობის რუსეთის მოქალაქეებისა რუსეთიდან, ისიც გამარჯვება იყო და ეს უფრო დიდი გამარჯვებაა კალიბრით, მაგრამ ისიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ჩვენ ვნახეთ, როგორ ფეხებზე დაიკიდა ის ამბავი დღევანდელმა ხელისუფლებამ.

ამიტომ, ჩვენ გვაქვს დიდი გამარჯვება, როგორც ქვეყანას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ამ ინსტრუმენტებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის გამოიყენებს“ - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქართველომ რუსეთს დავა მოუგო.სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა.

ნახეთ, რა დაადგინა სტრასბურგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system