თავში

არ იქმნება განცდა, რომ მოსახლეობას კოვიდის ეშინია - თენგიზ ცერცვაძე

არ იქმნება განცდა, რომ მოსახლეობას კოვიდის ეშინია - თენგიზ ცერცვაძე
არ იქმნება განცდა, რომ მოსახლეობას კოვიდის ეშინია - თენგიზ ცერცვაძე

მოსახლეობაში არ გაჩნდა იმის განცდა, რომ ვდგევართ უდიდესი რისკის წინაშე, ძალიან მძიმე პერიოდში, რაღაც ჩვენ ქცევაში უნდა შევცვალოთ, ამ განცდას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით,  მოსახლეობამ ხალხმრავალ შეკრებებზე დასწრებისგან თავი უნდა შეიკავოს.  

"კარგით, დავუშვათ ის, ვინც იხდის ქელეხს და ქორწილს, შედის მის ინტერესებში. თუმცა მანაც უნდა გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს და შექმნილ ვითარებას ანგარიში. მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც სტუმრად მიდის და მონაწილეობს ღონისძიებებში, მათ მაინც ხომ უნდა გაიაზრონ, რამხელა რისკები იქმნება ქვეყნისთვის და პირადად მათთვის. ორი თვით, მაქსიმუმ სამი თვით თავი შევიკავოთ ამ ხალხმრავალი შეკრებებისგან. ვიმეორებ, რომ მოსახლეობის მეტ ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ზე ქვეყნდება მოწოდებები, შეწუხებული ადამიანების გულშიჩამწვდომი განცხადებები, მთელს საზოგადოებაში მაინც არ იქმნება განცდა, რომ მოსახლეობას კოვიდის ეშინია და იმ რისკების ეშინია, რასაც შეიცავს ეს ხალხმრავალი შეკრებები და პირბადის ტარებაზე უარის თქმა. ვაქცინაციაზე, არავითარი მიზეზით არ თქვათ უარი და მეორე, თუ ჩვენ ქცევას არ შევიცვლით, ეს დაკავშირებულია ავადობის მაღალ რისკებთან და გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელთან", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system