თავში

არ ინერვიულონ, საგანგაშო არაფერია - ბიძინა კულუმბეგოვი

არ ინერვიულონ, საგანგაშო არაფერია - ბიძინა კულუმბეგოვი
არ ინერვიულონ, საგანგაშო არაფერია - ბიძინა კულუმბეგოვი

ვირუსის დროს, თუ ადამიანს თანმხლები ქრონიკული დაავადება არ აქვს, არ უნდა ინერვიულოს და შეუძლია სახლშივე იმკურნალოს - ამის შესახებ, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, თუ ქრონიკული დაავადება არ აწუხებს, ისევე უნდა დარჩეს სახლში, როგორც გრიპის ვირუსის დროს. 

მან ასევე განმარტა, რომ არაფერია საგანგაშო, თუ 112-ს 5 წუთში ვერ დაუკავშირდებით, მისივე თქმით, შესაძლოა, რამდენიმე საათის განმავლობაში ასევე ვერ მოხერხდეს დაკავშირება ოჯახის ექიმთან.

“მე, როგორც ექიმი ასე ვიტყოდი, ნებისმიერი უბრალო გაციებითი დაავადების დროს, გრიპის სეზონი, რომელსაც ჩვენ ყოველ წელს ველოდებით, თუ იქნება ნებისმიერი გაციებითი გრიპის ნიშნები, თუ ადამიანს სხვა რაიმე რისკის დამატებითი ფაქტორი არ აქვს, ასაკთან შეჯაჭული, ან რომელიმე ქრონიკული დაავადება, არ ინერვიულონ მათ. როგორც გაციებული ადამიანი ასე უნდა გავჩერდეთ სახლში, სითხეები დავლიოთ, ცხელი ჩაი მოვიდუღოთ, თუ სიცხე 38.5-ია ან მეტი დავლიოთ პარაცეტამოლი. 112-ში დაკავშირების შემდეგ, ოჯახის ექიმი დაგვიკავშირდება. ეს შეიძლება ვერ მოხდეს 3 ან 4 საათში, მაგრამ ეს არ არის სწრაფი და ელვისებული განვითარების ინფექცია, ამიტომ თუ მდგომარეობა არის სტაბილური, კიდევ ერთხელ მშვიდად და წყნარად იყავით. აუცილებლად დაგირეკავენ, თუ არადა ჩვენი ყველას, ექიმის ტელეფონი ღიაა, სოციალური ქსელები არსებობს. ამიტომ არაფერი საგანგაშო არ არის, რომ 112 ერთ საათში ან ხუთ წუთში ვერ უკავშირდება,” – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system