თავში

,,არ მოტყუვდეთ" - ექიმის რჩევები დაზიანებული თმისთვის

,,არ მოტყუვდეთ" - ექიმის რჩევები დაზიანებული თმისთვის
,,არ მოტყუვდეთ - ექიმის რჩევები დაზიანებული თმისთვის

ლამაზი თმის ძიებაში ხშირად ადამიანები და განსაკუთრებით ქალები აკეთებენ ისეთ რამეებს, რაც აზიანებს თმას. დაზიანებული თმა არის სუსტი/მყიფე და შესაბამისად, ის ხდება მტვრევადი. დამტვრეული თმა კი არაჯანმრთელად გამოიყურება, - ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში საზოგადოებას თმის მოვლის რეკომენდაციებს უზიარებს.

მისი თქმით, თუ ადამიანი სისტემატიურად გააგრძელებს თმის დაზიანებას, შესაძლოა, მიიღოს თმის სიხშირის შემცირება/თმის გათხელება ან გამელოტებული ადგილებიც კი.

,,10 ხშირი თმის მოვლის პრაქტიკა რომელმაც, შესაძლოა, დააზიანოს თმა და მარტივი რჩევები, რომელიც დაგეხმარებათ შეწყდეს თმის დაზიანება და მოხდეს მისი დაზიანების პრევენცია.

არ არის რეკომენდირებული შემდეგი:1. თავის დაბანის დროს შამპუნის წასმა თმის მთელს სიგრძეზე (Washing your hair by rubbing shampoo into the length of your hair.) ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:

რეკომენდირებულია თითის ბალიშების საშუალებით შამპუნის მსუბუქი მასაჟი სკალპზე, შემდეგ მიეცით საშუალება შამპუნს თავისით ჩამოირეცხოს თმის სიგრძეზე. არ შეზილოთ თმებზე ჩამობანვის დროს.

2. თმის კონდიციონერის არ გამოყენება (Skipping the conditioner).ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:

გამოიყენეთ თმის კონდიციონერი (hair conditioner) შამპუნის ყოველი გამოყენების შემდეგ.

3. პირსახოცით თმის გამშრალება - პირსახოცის ხახუნი თმაზეამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:

შეფუთეთ თმა პირსახოცში რათა მოხდეს წყლის შეწოვა.

აცალეთ თმას გაშრეს ჰაერზე.

4. თმის დავარცხნა სანამ ის სველია

 ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:

სწორი თმა გაქვთ? - აცალეთ თმას ცოტა გაშრეს სანამ ნაზად დაივარცხნით ფართო-კბილებიანი სავარცხლით.

ტექსტურირებული ან ხვეული თმა გაქვთ? - ყოველთვის დაივარცხნეთ სანამ თმა არის ტენიანი ფართო-კბილებიანი სავარცხლით.5. თმის საშრობის, ცხელი სავარცხლის ან თმის დასახვევი უთოს გამოყენებაამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:

აცალეთ თმას გაშრეს ჰაერზე როცა ეს შესაძლებელია.

გამოიყენეთ თმის საშრობი რაც შეიძლება მინიმალურად ცხელი ტემპერატურის პარამეტრებით.

შეზღუდეთ დრო რომლის განმავლობაშიც ცხელი სავარცხელი ან დასახვევი თმის უთო შეხებაშია თმასთან.

ეს საშუალებები გამოიყენეთ რაც შეიძლება იშვიათად - კვირაში 1-ჯერ ან უფრო იშვიათადაც კი.

6. თმის სტილური პროდუქტების გამოყენება

ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:

აირჩიეთ ვარცხნილობა რომელსაც არ სჭირდება თმის სტილური პროდუქტების გამოყენება

7. თმის შეკვრა უკან მჭიდროდ, როგორიცაა - ponytail, bun, or cornrows ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:

შეიკარით თმა უკან ისე რომ არ იყოს მჭიდროდ შეკრული.

გამოიყენეთ დაფარული თმის შესაკრობი და არა რეზინა.

8. "ნაწნავის" ან თმის დამაგრძელებელის ტარება ხშირად, სისტემატიურად

9. თმის შეღებვა, დახვევა

 ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:ეცადეთ გაზარდოთ დრო თმის შეღებვებს შორის, განსაკუთრებით ზამთარში როდესაც მშრალი ამინდებია - 8-დან 10 კვირამდე დრო ან უფრო მეტი.

მზეზე ყოფნის შემთხვევაში დაიცავით თმა - თმის კონდიციონერის გამოყენება, რომელიც უფრო ხანგრძლივად მოქმედებს (მასში უნდა შედიოდეს Zinc Oxide).

ასევე გამოიყენეთ ქუდი მზეზე ყოფნისას.

10. თმის დავარცხნა ან გასწორება 100-ჯერ დღეში ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:

დაივარცხნეთ ან გაისწორეთ თმა მხოლოდ ვარცხნილობის დროს.

თმას არასდროს არ სჭირდება დღეში 100-ჯერ გასწორება - ეს მითია.

გამოიყენეთ ფართო-კბილებიანი სავარცხელი ნაზად.

მოიშორეთ აბურდული/ჩახლართული თმები ნაზად, შეწყვიტეთ თმის მოქაჩვა ან მოგლეჯვა დავარცხნის დროს

მოცურავეებისათვის:1. გამოიყენეთ საცურაო ქუდი

2. გადაივლეთ თავზე წყალი ცურვის შემდეგ დაუყოვნებლივ

3. გადავლების შემდეგ დაიბანეთ თავი სპეციალური მოცურავეების შამპუნით (swimmers’ shampoo), შემდეგ გამოიყენეთ ღრმა თმის კონდიციონერი (deep conditioner)

P.S თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი ბუნებაში არ არსებობს - არ მოტყუვდეთ", - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system