თავში

"არ მეგონა, თუ ხალხი ასე დამიდგებოდა გვერდით" - გიორგი ღოღობერიძე

"არ მეგონა, თუ ხალხი ასე დამიდგებოდა გვერდით" - გიორგი ღოღობერიძე
არ მეგონა, თუ ხალხი ასე დამიდგებოდა გვერდით - გიორგი ღოღობერიძე

კლინიკური ონკოლოგი, ექიმი-რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ღოღობერიძე წერს, "პრაიმშოუს" ეთერში გასვლის შემდეგ, სადაც მას დაუპირისპირდნენ, საზოგადოებისგან დიდი მხარდაჭერა მიიღო.

"არ ვიცი… მართლა არ ველოდი… ანუ არ მეგონა, თუ ხალხი ასე დამიდგებოდა გვერდით… თითოეულ თქვენგანს უდიდესი მადლობა…

ძალიან მეუხერხულა, რომ თქვენი ყურადღება მივიქციე… მართლა ძალიან დიდი ბოდიში და ყველას განსაკუთრებული მადლობა…

ყველას, ყველას უკლებლივ… ყველა თქვენგანის ეს მხარდაჭერა ვნახე, ვიგრძენი და იმ იმედით მივიღე, რომ თუ ოდესმე რამე გავხდები, სიკეთითვე დაგიბრუნოთ…

პ.ს. მე მჯერა, რომ არც მათ სურდათ ჩემთვის ცუდი და არც მე- მათთვის", - წერს გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გიორგი ღოღობერიძე გადაცემა "პრაიმშოუში" კორონავირუსთან დაკავშირებული სამედიცინო რჩევების გამო გააკრიტიკეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system