თავში

არ მიმაჩნია გამართლებულად ერთი გამონაკლისის გარდა - კულუმბეგოვი

არ მიმაჩნია გამართლებულად ერთი გამონაკლისის გარდა - კულუმბეგოვი
არ მიმაჩნია გამართლებულად ერთი გამონაკლისის გარდა - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოვი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა მოქალაქეებს ხანგრძლივი თავშეყრისკენ უბიძგებს, რაც მისივე შეფასებით, ვირუსის გავრცელების რისკს ქმნის.

„კომენდანტის საათის“ მოხსნა არავაქცინირებულ საზოგადოებაში ადამიანებს თავშეყრისკენ უბიძგებს. ამას ვამბობდით, ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკა ეს იყო, რომ ადამიანები მიდრეკილი არიან ქეიფისკენ, ერთად შეკრებებისკენ და ახლა პირიქით, ამით მათ გავუხსენით ხელ-ფეხი. ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში დაიწყებენ ჯგუფურად დროის გატარებას, რაც ქმნის ვირუსის გავრცელების დიდ რისკს, ამ დელტა და სხვა ახალი შტამებიდან გამომდინარე. როცა ადამიანების უზარმაზარი სეგმენტი ქვეყანაში აუცრელი გვყავს, ეს რისკის მატარებელია.

შეზღუდვების შემსუბუქება არ მიმაჩნია გამართლებულად ერთი გამონაკლისის გარდა – ეს არის პირბადის ღია სივრცეში ტარების აუცილებლობა. ღია სივრცეში დისტანციის პროცესი დაცულია და პრობლემა არ არის, თუმცა, სურვილს ვიტოვებდი, რომ ვაქცინაციის პროცესი გააქტიურებულიყო და თუნდაც ეს კომპონენტი ჩვენ კი არ გაგვეთანაბრებინა, არამედ ვაქცინირებული ადამიანებისთვის წახალისების წყაროდ გამოგვეყენებინა, მათთვის შეგვემსუბუქებინა ეს, რომ სხვებსაც ინტერესი გასჩენოდათ. ეს გამოვიცალეთ საკუთარი ხელიდან. ადამიანები აცრილი არ გვყავს. მინდა, მოვუწოდო ყველას, როგორც სპეციალისტმა, რომ თუ გარშემო, სადაც არ უნდა იყოთ, ადამიანები არიან, პირბადე აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ისეთ ადგილებში არ წახვიდეთ, სადაც პირბადის გარეშე ბევრი ადამიანი იქნება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ასევე, ვიდრე ვაქცინირებული არ ხართ, მაქსიმალურად შეზღუდეთ კონტაქტები, შეზღუდეთ სტუმრად ყოფნა, ნაკლებად მიიღეთ სტუმრები. აუცილებელი თხოვნაა, რომ თუ ისეთ ადგილზეა ადამიანი უპირბადოდ ან არასწორად უკეთია პირბადე, გაჩერებაა ეს თუ ტრანსპორტი, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მივუთითოთ მას, რომ გაისწოროს, რადგან ამ ადგილებში ისევ არის პირბადის გამოყენების მოთხოვნა.

სამწუხაროდ, ვაქცინაციაზე გადის ეს პროცესი. ვაქცინაციის პროცესი არ არის ქვეყანაში იმ მასშტაბის, რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ იმედს ვიტოვებ და მინდა, მჯეროდეს პრემიერის სიტყვის, რომ ორი კვირის შემდგომ საქართველოში მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system