თავში

არ შეიძლება მშენებლობის ნებართვის გამარტივება - მაია ბითაძე

არ შეიძლება მშენებლობის ნებართვის გამარტივება - მაია ბითაძე
არ შეიძლება მშენებლობის ნებართვის გამარტივება - მაია ბითაძე

"არ შეიძლება მშენებლობის ნებართვის გამარტივება. ეს გზა თბილისმა და ბათუმმა გაიარა და თვალსაჩინოა რა მდგომარეობაა ამ ორ ქალაქში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


მისი თქმით, ქალაქების განაშენიანება, გენერალური გეგმების მიხედვით უნდა ხდებოდეს და დაუშვებელია ხალხმა გადაწყვიტოს რა უნდა აშენდეს. 

„ამისთვის არსებობს ზონალობა და ამისთვის არსებობს თბილისის გენერალური გეგმა, რომელიც 2019 წელს დამტკიცდა.

დერეგულაცია არ არის ის გზა, რომელიც აირჩია განვითარებულმა მსოფლიომ. ანარქიაში და ქაოსში ქალაქები ვერ ვითარდებიან. ანარქიულად ქალაქმშენებლობა არ შეიძლება. სახელმწიფოს ჩარევა ქალაქდაგეგმარებაში აუცილებელია", - აღნიშნა ბითაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system