თავში

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა - VIDEO - განახლებულია

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა
პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა - VIDEO - განახლებულია

საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ამ წუთებში, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საშობაო შეწყალებებთან დაკავშირებით გამართა. 

„ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, დეტალურად გავეცანი წმინდა სინოდის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას. ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. ვერ მოვნახე არგუმენტი, მითუმეტეს შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე“- განაცხადა პრეზიდენტმა. 

დეკანოზის საქმეზე შუამდგომლობა საპატრიარქომ გასწია.

18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი პირველად გამოსცა. ის ახალი წესით იქნა მიღებული, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს შევიდა ძალაში. 

შეგახსენებთ, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში ილია მეორის მოსანახულებლად მიფრინავდა, სადაც პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. პროკურატურას ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითიც მას ბერლინში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

თავად დეკანოზი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს.

გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system