თავში

არ უნდა მივიდეთ იმ კატასტროფამდე, რაც სახეზეა არავაქცინირებულ პაციენტებში - ლევან რატიანი

არ უნდა მივიდეთ იმ კატასტროფამდე, რაც სახეზეა არავაქცინირებულ პაციენტებში - ლევან რატიანი
არ უნდა მივიდეთ იმ კატასტროფამდე, რაც სახეზეა არავაქცინირებულ პაციენტებში - ლევან რატიანი

ვაქცინაცია ყველამ უნდა ჩაიტაროს, რომ იმ კატასტროფამდე არ მივიდეთ, რაც სახეზეა არავაქცინირებულ პაციენტებში, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თანამედროვე მედიცინამ შექმნა ვაქცინები და შედეგად ისეთი დაავადებებით, როგორიც არის წითელა, ჩუტყვავილა, ყვავილი და სხვა ინფექციები, რომლითაც მსოფლიოში უამრავი ადამიანი იღუპებოდა, აღმოიფხვრა.

„არსებობს ორი სახის იმუნიტეტი: დაავადების გადატანის შედეგად როდესაც ჩნდება ბუნებრივი იმუნიტეტი და პოსტვაქცინაციური. რა თქმა უნდა, ეს ორივე წარმოქმნის ე.წ. პოპულაციურ იმუნიტეტს, მაგრამ მე, როგორც ექიმი, არავის ვუსურვებ, კოვიდი დაემართოს, როდესაც ვაქცინა არსებობს. ანუ, ვაქცინაცია ყველამ უნდა ჩაიტაროს, რადგან იმ კატასტროფამდე არ მივიდეთ, რაც სახეზეა არავაქცინირებულ პაციენტებში“, - განაცხადა რატიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system