თავში

არ ვაპირებ პოლიტიკური ცხოვრების ეტაპზე პირადი ცხოვრების შესახებ კომენატრი ვაკეთო - ელენე ხოშტარია

არ ვაპირებ პოლიტიკური ცხოვრების ეტაპზე პირადი ცხოვრების შესახებ
არ ვაპირებ პოლიტიკური ცხოვრების ეტაპზე პირადი ცხოვრების შესახებ კომენატრი ვაკეთო - ელენე ხოშტარია

პოლიტიკური მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სუს-ის სავარაუდო ფარულ კრებსებზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ არ სურს პოლიტიკური ცხოვრების პერიოდში პირადი ცხოვრების შესახებ და მისი შინაარსის გარშემო ისაუბროს.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან მსგავს პრეცედენტებს და ფიქრობს, რომ საქმე სტრასბურგისკენ უნდა წავიდეს.

"არ ვაპირებ ჩემი პძოლიტიკური ცხოვრების არცერთ ეტაპზე კომენტარები ვაკეთო, ჩემი თუ სხვისი პირადი ცხოვრების შემცველი მასალების შინაარსზე. როგორი მომგებიანიც არ უნდა ჩანდეს წულუკიანის ან “ოცნების” პოლიტიკოსების პირად საუბრებზე ლაპარაკი, რომელიმე მომენტში.

ვაპირებ, ამ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას და მოვუწოდებ ყველა ჩვენს მეგობარს, საქართველოს მოქალაქეებს, ასეთი ძალიან ბევრია, რომ ყველამ ერთად დავიწყოთ სამართლებრივი პროცესი, რომელიც, საბოლოო ჯამში, მივა სტრასბურგამდე. შევქმნათ მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომ საქართველოში საქართველოს მოქალაქეები, არცერთ ეტაპზე არ ეგუებიან და არც არასდროს შეეგუებიან ჩაწერებს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system