თავში

არა აზარტულ თამაშებს - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

არა აზარტულ თამაშებს - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა
არა აზარტულ თამაშებს - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

აზარტული თამაშების დამატებითი რეგულირების მოთხოვნით თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. 

"უთხარი არა  აზარტულ თამაშებს #სანრიკასთვის" - ამ სლოგანით რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილი სანდრო ბერაძის ოჯახის წევრები და მეგობრები გაერთიანდნენ და მთავრობას ლუდომანიის (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება) დაავადებად ოფიციალური აღიარება მოსთხოვეს. 

მათ მიმართვაც წაიკითხეს, სადაც კიდევ რამდენიმე სხვა მოთხოვნა იყო წარმოდგენილი. მათ შორის, ლუდომანიით დაავადებული ადამიანებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა; მათი "შავ სიაში" შეყვანა; სათამაშო ბიზნესის რეკლამირების მკაცრი რეგულირება; ონლაინ-კაზინოებზე წვდომის შეზღუდვა ასაკის მიხედვით და მოთამაშეთა ხელახალი რეგისტრაცია. 

"ჩვენც გვინდა, რომ ვუმკურნალოთ ადამიანებს და არ გავრიყოთ ისინი. არ არის არანაირი რეგულაცია არც რეკლამირებაზე და არც ონლაინ-თამაშების წვდომაზე. აუცილებელია, აზარტული თამაშები მოექცეს რეგულაციებში, რომ ბევრი ადამიანი დაღუპვას გადავარჩინოთ", - განაცხადა სანდრო ბერაძის ძმამ, გიორგი ბერაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system