თავში

"არადა ამ დროს რეკომენდაცია არის სულ პირიქით" - მაია ბუწაშვილი

"არადა ამ დროს რეკომენდაცია არის სულ პირიქით" - მაია ბუწაშვილი
არადა ამ დროს რეკომენდაცია არის სულ პირიქით - მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სწორედ ასეთი კატეგორიის პაციენტებში ქმნის კორონავირუსი გართულებებისა და ლეტალობის მაღალ რისკს.

როგორც მაია ბუწაშვილმა განაცხადა, ქრონიკული დაავადებები ვაქცინაციის უკუჩვენებას არ წარმოადგენს, არამედ პირიქით. 

"ბევრი ადამიანი, იმის გამო, რომ აქვს მძიმე ქრონიკული დაავადება, შეიძლება ორი და სამიც, თავს იკავებს ვაქცინაციისგან. რაც უფრო მეტი დაავადება აწუხებთ, მით მეტად იკავებენ თავს ვაქცინაციისგან, არადა ამ დროს რეკომენდაცია არის სულ პირიქით. რაც უფრო მეტი დაავადება აქვს ადამიანს, რაც უფრო მძიმედ ქრონიკული დაავადებები, მით უფრო მეტად უნდა აიცრას, არ არის ასეთ დროს წინააღმდეგ ნაჩვენები ვაქცინა, სწორედ მათთან იწვევს კოვიდი ყველაზე მძიმე გართულებებს და სიკვდილს" - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system