თავში

ბათუმში წყალმომარაგება შეიზღუდება

ბათუმში წყალმომარაგება შეიზღუდება
ბათუმში წყალმომარაგება შეიზღუდება

ბათუმში წყალმომარაგება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ბათუმის წყალი" ავრცელებს. 

,,გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს ღამის 12 საათიდან ხვალ დილის 8 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება:

ინასარიძის, ფიროსმანის, შერიფ ხიმშიაშვილის და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩებს.

„ბათუმის წყალი“ ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდგენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system