თავში

არაგვის ხიდთან შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა დაცვის მხარე ექსპერიმენტს იწყებს

არაგვის ხიდთან შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა დაცვის
არაგვის ხიდთან შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა დაცვის მხარე ექსპერიმენტს იწყებს

ამ წუთებში, მდინარე არაგვის ხიდთან, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული პირების დაცვის მხარე საგამოძიებო ექსპერიმენტს იწყებს. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რა არის ექსპერიმენტის მიზანი. 

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს - ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და 2 არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. პროკურატურამ გაავრცელა შესაბამისი ვიდეომასალაც და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის მიხედვით შექმნილი გრაფიკული ვიდეორგოლიც, რომელიც პროკურატურის განცხადებით მომხდარს აღწერს. 

დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, სავარაუდოდ პროკურატურის ვერსიის საპასუხოდ ტარდება.

ცნობისთვის, "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system