თავში

არანაირ მერობის კანდიდატობას არ ვაპირებ - შოთა არველაძე

არანაირ მერობის კანდიდატობას არ ვაპირებ - შოთა არველაძე
არანაირ მერობის კანდიდატობას არ ვაპირებ - შოთა არველაძე

არანაირ მერობის კანდიდატობას არ ვაპირებ, არ მაინტერესებს, მე მაქვს ჩემი საქმე, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ განაცხადა.

არველაძის თქმით, ის იქნება ისეთივე აქტიური როგორიც იყო დღემდე, მაგრამ საკუთარ თავს სადაც ხედავს იქ არის და სხვაგან წასვლას არ აპირებს. 

"მე არ ვმონაწილეობ არაფერში, არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას, არანაირ მერობის კანდიდატობას არ ვაპირებ, არ მაინტერესებს, მე მაქვს ჩემი საქმე.  ჩვეულებრივად როგორც ადამიანს უხარია ქვეყნის კარგი და სწყინს თავისი ქვეყნის ცუდი ასეთივე აქტიური ვიქნები, როგორ აქტიურიც ვიყავი დღემდე, სხვანაირად ჩემს თავს ვერ ვხედავ და არც მაინტერესებს. მე ჩემს თავს სადაც ვხედავ იქ ვარ", - განაცხადა შოთა არველაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system