თავში

არანაირი შეზღუდვა აღარ იქნება - ცერცვაძე

არანაირი შეზღუდვა აღარ იქნება - ცერცვაძე
არანაირი შეზღუდვა აღარ იქნება - ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება.

ცერცვაძის თქმით, საქართველო ვაქცინებს საკმაოდ დიდ რაოდენობას მიიღებას მიიღებს და მოსახლეობას არჩევნის დიდი საშუალება ექნება, რის შედეგადაც, მისივე განმარტებით, შეზღუდვები მოიხსნება და ქვეყანა წლის ბოლოს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება. 

„არანაირი შეზღუდვა არ იქნება, უწყვეტი მომარაგება გვექნება ვაქცინებით, წვდომა იქნება შეუზღუდავი და თან დიდი არჩევნის საშუალება ექნება მოსახლეობას. 

იგეგმება დიდი რაოდენობით Pfizer-ის შემოტანაც, სადღაც ერთ მილიონ დოზამდე, ან 700 000 დოზამდე, ეს საშუალებას მოგვცემს, 12 წლის ზემოთ მოზარდებიც აიცრან, რადგან ჯერჯერობით, მხოლოდ ამ ვაქცინას აქვს მიღებული ნებართვა 18 წელს ქვემოთ ახალგაზრდების აცრაზე. სხვა ვაქცინებს ჯერჯერობით, ამის ნებართვა არ აქვს.

წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, იქნება ერთეული შემთხვევები, აი დაახლოებით, ისეთი, როგორიც იყო შარშან გაზაფხულზე, ზაფხულში, ან მეორე ტალღის შემდეგ თებერვალ-მარტში, გვექნება მცირე რაოდენობით შემთხვევები, ეს ყველა ქვეყანაში იქნება სადაც თუნდაც, 100%-იანი ვაქცინაცია ჩატარდება, კლინიკური სექტორი ამას იმდენად წარმატებით გაუმკლავდება, რომ პრაქტიკულად, მოსახლეობა ამას ვერ იგრძნობს, დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას, ეკონომიკა იქნება გახსნილი, ეკონომიკური ზრდა უკვე დაფიქსირდა, არნახული ზრდა - 44%-იანი ზრდა მაისში და იქნება კიდევ უფრო მეტი, ანუ წლის ბოლოს საქართველო დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system