თავში

"არასოდეს მინახავს, რასაც აქ ვხედავ... ექიმები სიკვდილს შიშველი ხელებით ებრძვიან" - გიორგი აბდალაძე

"არასოდეს მინახავს, რ ებრძვიან" - გიორგი აბდალაძე
არასოდეს მინახავს, რასაც აქ ვხედავ... ექიმები სიკვდილს შიშველი ხელებით ებრძვიან - გიორგი აბდალაძე

ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ერთ თვეზე მეტია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღის წინათ, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი. 

როგორც გიორგი აბდალაძემ  Report.ge-ს უთხრა, ის რომ ხელახლა დაიბადა, ლევან რატიანის დამსახურებაა. 

"ორი და­ბა­დე­ბის დღე მაქვს, აგ­ვის­ტო­ში და აპ­რილ­ში. რაც რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ვი­წე­ქი, იყო პე­რი­ო­დი, როცა ყვე­ლას და­ვემ­შვი­დო­ბე და ყვე­ლა­ფერს. უი­მე­დო იყო ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა. არა­ვის ვუ­სურ­ვებ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რას, იქ სა­ერ­თოდ სხვა სამ­ყა­როა - სრუ­ლი ჯო­ჯო­ხე­თუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. აღ­წე­რაც მი­ჭირს. ათი დღის წინათ, ფაქტობრივად, ვიყავი მიცვალებული. დღეს უკეთესად ვარ, ვსუნთქავ, ძალა მაქვს და იმედი. ლევან რატიანი ჯადოქარია. ის სასწაულებს ახდენს.

ყვე­ლა­ფე­რი მაქვს ნა­ნა­ხი: ომი, ციხე და ა.შ. მაგ­რამ ასე­თი რამ ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა. და­უ­ჯე­რე­ბე­ლია რა­საც ექი­მე­ბი და ექთ­ნე­ბი აკე­თე­ბენ. რა ენერ­გი­ით, რა შე­მარ­თე­ბით უძ­ლე­ბენ ამ ყვე­ლა­ფერს?! ზოგი 10 დღე არ მი­დის სახ­ლში. ამას სამ­სა­ხუ­რი არ ჰქვია, ამას გმი­რო­ბა ჰქვია და მათ ექი­მე­ბი კი არა, სი­ცო­ცხლის გა­დამ­რჩე­ნე­ბი უმდა ერ­ქვათ.

მინ­და, გა­და­ვი­ღო რე­პორ­ტა­ჟი და ვაჩ­ვე­ნო ხალ­ხს, რა ხდე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში. რო­გორ ებ­რძვი­ან ექი­მე­ბი სიკ­ვდილს შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით. ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი არის სა­ო­ცა­რი ექი­მი და პი­როვ­ნე­ბა. კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფილ­ტვებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით მი­მუ­შა­ვებ­და, რომ გა­და­ვერ­ჩი­ნე" - ამ­ბობს გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძე.

როგორც გიორგი ამბობს, გა­და­ღე­ბა­ზე და­ინ­ფი­ცირ­და და და­ა­ა­ვა­დე­ბა მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბით და­ე­წყო.

"რთხელ ჩა­მო­ვიხ­სე­ნი პირ­ბა­დე და ზუს­ტად მა­შინ და­ვინ­ფი­ცირ­დი.

ხშირად მესმის ეჭვები ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ადამიანებო, მე შემომხედეთ, ჩემნაირ ადამიანებს შეხედეთ რეანიმაციებში და გაითვალისწინეთ, ეს ძალიან ვერაგი დაავადებაა და მისგან თავის დაცვა მხოლოდ ვაქცინაციის, პირბადისა და დისტანციის საშუალებითაა შესაძლებელი", - თქვა  Report.ge-სთან საუბრისას გიორგი აბდალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system