თავში

არასრულწლოვანის მამა: რატომ გამორიცხავთ ამ ვერსიას!?

არასრულწლოვანის მამა: რატომ გამორიცხავთ ამ ვერსიას!?
არასრულწლოვანის მამა: რატომ გამორიცხავთ ამ ვერსიას!?

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილი შესაძლოა ბოლოს სწორედ საბურთალოელმა პიროვნებამ ნახა, რომელიც აგარაკზე დილის 4 საათამდე იმყოფებოდა და სწორედ მათ გაუსწორდნენ შაქარაშვილს ფიზიკურად. 

„პოლიციამ ბოლოს ნახა ვინ ჩამოვიდა იმ აგარაკზე მანქანით? საბურთალოელები ჩამოვიდნენ ნახალოვკელების საცემად, გაიგეს რომ ნახალოვკელებმა სცემეს საბურთალოელებს, ჩამოვიდნენ შურისსაძიებლად. გაიგეს, რომ შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, არ ეხმარებოდა მათ, მერე საერთოდ გაიქცა და შურისძიების მიზნით სცემეს. ქურდულ მენტალიტეტში ასე ხდება, მერე რა რომ გამომძიებელი ვიყავი, ნახალოვკელი ბიჭი ვარ და ვიცი, როდესაც ორი ძმაკაცი ჩხუბობს და ერთი ძმაკაცი ჩხუბიდან გაიქცევა, ის მეორე სცემს მას რატომ გამექეცი ჩხუბიდან და რატომ დამტოვე მარტოო. ვგულისხმობ დაბადების დღეზე მომხდარ ჩხუბს, როდესაც ჩიქოვანს თავი გაუტეხეს. ცხონებული ხომ არ ეხმარებოდა თავის ძმაკაცებს და აშველებდა. შეიძლება მაგის გამო სცემეს, რატომ გვაშველებდი და რატომ არ გვეხმარებოდიო. რატომ გამოვრიცხავთ ამ ვერსიას?! დილის 4 საათამდე ხომ იმალებოდა იქ ვიღაც?! სატელეფონო ამონაწერებში ჩანს ეს. საბურთალოელი იყო ის პიროვნება და შეიძლება მან ნახა ბოლოს“, – ამბობს თამაზ ხომასურიძე.

წყარო: Primetime

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system