თავში

არასრულწლოვნის თანდასწრებით მოწევა შესაძლოა, ტაქსებსა და კერძო ავტომობილებშიც აიკრძალოს

არასრულწლოვნის თანდასწრებით მოწევა შესაძლოა, ტაქსებსა და კერძო ავტომობილებშიც აიკრძალოს
არასრულწლოვნის თანდასწრებით მოწევა შესაძლოა, ტაქსებსა და კერძო ავტომობილებშიც აიკრძალოს

ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით სიგარეტის მოწევა შესაძლოა, აიკრძალოს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაშია აღნიშნული.

„ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს,“ – წერია საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში. 

ახალი დადგენილება პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე 13 აპრილს მიიღო.

პარლამენტმა კანონის აღსრულების მდგომარეობა დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ „სანიმუშოა მოსახლეობის ფართო ფენების (მათ შორის, მწეველთა) [ამ კანონისადმი] მხარდაჭერის მაჩვენებელიც. კერძოდ, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვებით დასტურდება, რომ აღნიშნული რეფორმის მხარდაჭერას და მისი განხორციელების გამო კმაყოფილებას საქართველოს მოსახლეობის 86% გამოხატავს.“

საქართველოში 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც თამბაქოს მოხმარება აკრძალულია ყველა საჯარო შენობა-ნაგებობასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში [კანონით, მოწევა ასევე აკრძალულია სადარბაზოშიც, რადგან სადარბაზო არის მრავალბინიანი სახლის საერთო ქონება ისევე, როგორც ვესტიბიული, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სხვენი, სახურავი და ლიფტი].

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system