თავში

"არავაქცინირებული მასწავლებლები ვერ შევლენ სკოლაში" - რას წერს გიორგი ფხაკაძე

"არავაქცინირებული მასწავლებლები ვერ შევლენ სკოლაში" - რას წერს გიორგი ფხაკაძე
არავაქცინირებული მასწავლებლები ვერ შევლენ სკოლაში - რას წერს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. 

ფხაკაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სხვადასხვა ქვეყნებში ვაქცინაციის მაგალითებზე წერს და აღნიშნავს, რომ კარგი იქნება თუ საქართველო მათგან საუკეთესოს აიღებს.

"საფრანგეთში სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების 100% არის ვაქცინირებული (3000 პირი, ძირითადად ტექნიკური პერსონალი, უფასო შვებულებაში გაუშვეს 16 სექტემბრიდან).

✅ისრაელში - მასწავლებლების 100% არის აცრილი. 23 სექტემბრიდან არავაქცინირებული მასწავლებლები ფიზიკურად ვერ შევლენ სკოლაში.

✅ევროპაში გადავიდნენ "კოვიდ ბარათზე".

✅იქნებ ვისწავლოთ სხვისგან და გადმოვიღოთ საუკეთესო და არა უაზრო მაგალითები. დავნერგოთ: ელექტრონული ერთიანი ჯანმრთელობის ბარათი საქართველოს ყველა მოქალაქეს.

უფასო კოვიდტესტირება!

ძირითადი/საკვანძო სფეროების თანამშრომლების 100% "ფაიზერით" (მოდერნასაც არაუშავს) ვაქცინაცია!

✅გაავრცელე სიყვარული და არა ვირუსი!", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system