თავში

არავინ იცოდა, რომ ფეხმძიმედ იყო - დეტალები მოკლული ახალშობილის საქმეზე

არავინ იცოდა, რომ ფეხმძიმედ იყო - დეტალები მოკლული ახალშობილის საქმეზე
არავინ იცოდა, რომ ფეხმძიმედ იყო - დეტალები მოკლული ახალშობილის საქმეზე

კასპში მოკლული ახალშობილის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ არავინ იცოდა, რომ ქალი ფეხმძიმედ იყო.როგორც ჩვენებებიდან ირკვევა, ქალი მშობიარობის დროს მარტო იყო და შველას ითხოვდა. სასწრაფო დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს.

გამოძიების ვერსიით, ქალმა სახლში იმშობიარა და შემდეგ ახალშობილი საპირფარეშოში ჩააგდო. ახალგაზრდა ქალი კასპის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"8 თვის ბავშვი მიცვალებული დაბადა სახლში, ვერ მოასწრეს საავადმყოფოში წასვლა. სახლში მარტო იყო. ცუდად და მძიმედ არის ძალიან," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system