თავში

არჩილ თალაკვაძე დედამიწის დღესთან დაკავშირებით სტუდენტებს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე დედამიწის დღესთან დაკავშირებით სტუდენტებს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე დედამიწის დღესთან დაკავშირებით სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დედამიწის დღესთან დაკავშირებით "ლიდერთა სკოლის" სტუდენტებს შეხვდა. მან კლიმატის ცვლილებებზე და მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე ისაუბრა. 

ემისიების შემცირება, წყლის რესურსების მართვა, ენერგიის ალტერნატიული წყაროები, ტყის რესურსები და მწვანე გარემო, ნარჩენების მართვა და ურბანიზაცია - ის საკითხები იყო, რომლის შესახებაც ონლაინ შეხვედრისას იმსჯელეს.

ბევრი ჩვენგანი კლიმატის ცვლილებას აღიქვამს როგორც მისგან დისტანცირებულ პრობლემას, რომელიც სადღაც შორს არის - რეალურად, ეს აქ ხდება, ჩვენს უშუალო გარემოში. სწორედ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც მომავალში დაგვაზღვევს იმ რისკებისგან, რასაც კლიმატური ცვლილებები, გარემოს დაბინძურება და გლობალური დათბობა ქმნის. ეს ხელისუფლებასთან ერთად, ყველა მოქალაქის გასაკეთებელია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დისკუსიაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და დეპუტაები - ნოდარ ტურძელაძე, მარიამ ლაშხი და ხატია წილოსანი მონაწილეობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system