თავში

არჩილ თალაკვაძემ გურამ დოჩანაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

არჩილ თალაკვაძემ გურამ დოჩანაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
არჩილ თალაკვაძემ გურამ დოჩანაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ დიდი მწერალი და გამორჩეული ადამიანი, ყველასათვის საამაყო გურამ დოჩანაშვილი გამოაკლდა ჩვენს საზოგადოებას.

რამდენიმე დღის წინ მისი იუბილე იყო და ყველას გვქონდა იმედი, რომ ის კიდევ დიდხანს იქნებოდა ჩვენთან. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, თუმცა გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება უკვდავია და კიდევ არაერთ თაობას აღაფრთოვანებს.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი გურამის ოჯახს, ახლობლებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს“, – აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, გურამ დოჩანაშვილი დღეს გარდაიცვალა. მწერალი კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" 2 კვირის წინ  გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system