თავში

არჩილ თალაკვაძემ მუსლიმებს რამადან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

არჩილ თალაკვაძემ მუსლიმებს რამადან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
არჩილ თალაკვაძემ მუსლიმებს რამადან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

არჩილ თალაკვაძემ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამადანის თვის დამთავრება მიულოცა. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ ჯანმრთელობა, მშვიდობა და სიხარული უსურვა.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს მუსლიმ თანამოძმეებს ვულოცავ რამადან ბაირამის დღესასწაულს და მათთან ერთად, ვულოცავ ყველას, ვინც მუსლიმური სამყაროს ამ ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს ზეიმობს. ჩვენ საუკუნეებია, ერთმანეთის გვერდიგვერდ ვშრომობთ ჩვენი საერთო სამშობლოსა და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისთვის. ჯანმრთელობას, მშვიდობას და სიხარულს გისურვებთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რამადან ბაირამი, მუსლიმთა უდიდესი დღესასწაულია და იგი ერთთვიანი მარხვის დასრულებას მოასწავებს. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მოევლინა სამყაროს.

რამადანი ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდებაა. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. 

მარხვა გულისხმობს: მოთმინებას, თავმდაბლობას და სულიერ სიმშვიდეს. ეს დრო არის მიძღვნილი ღვთის საამებლად. ამ დროს ჩვეულებრივზე მეტად იკითხება ლოცვები. მარხვის დროს აუცილებელია მუსლიმმა ითხოვოს მოწყალება (მოინანიოს) ღვთისგან, ილოცოს სწორი გზის საპოვნელად და ყოველგვარი საცდურისაგან თავის ასარიდებლად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system