თავში

მაშველებმა 8 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

მაშველებმა 8 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს
მაშველებმა 8 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მაშველებმა, 8 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებით, შტორმისა და აკრძალვის მიუხედავად, ადამიანები წყალში მაინც შევიდნენ.

,,9 ივლისს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აკრძალვის მიუხედავად, წყალში შესული 8 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. შემთხვევები ქობულეთში და ბათუმში დაფიქსირდა. ყველა მათგანი ნაპირზე უვნებლად იქნა გამოყვანილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

მთელს სანაპიროზე დღის განმავლობაში 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდებოდა და აღმართული იყო წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს.

არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე. დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 9 ივლისს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შავ ზღვაზე შტორმის შესახებ განცხადება გაავრცელა და დამსვნებლები გააფრთხილა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system