თავში

არჩილ თალაკვაძე მეუღლესთან ერთად "სინოფარმით" აიცრა - PHOTO

არჩილ თალაკვაძე მეუღლესთან ერთად "სინოფარმით" აიცრა
არჩილ თალაკვაძე მეუღლესთან ერთად სინოფარმით აიცრა - PHOTO

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მეუღლესთან ერთად Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა.

ფოტოებს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"მე და ჩემმა მეუღლემ, ქეთიმ დღეს გავიკეთეთ covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა.

მისასალმებელია, რომ "სინოფარმის" ვაქცინით ჩვენთან ერთად, ბევრი მოქალაქე აიცრა.

მადლობას ვუხდი ინფექციური პათოლოგიების ცენტრს და მის სამედიცინო პერსონალს, ექიმებს და ექთნებს, ვინც თვეების განმავლობაში კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზეა. მათ გასაგებად აგვიხსნეს აცრებთან დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაცია და წესები.

ვაქცინაციით შეგვიძლია დავასრულოთ პანდემია!", - წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system