თავში

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-5 პაციენტი - VIDEO

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-5 პაციენტი - VIDEO
ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-5 პაციენტი - VIDEO

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეხუთე პაციენტი 68 წლის მამაკაცია და ის ე.წ. ბოლნისის კლასტერს განეკუთვნებოდა, - ამის შესახებ განცხადება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაკეთდა. 

როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი მკურნალობის კურსს სწორედ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა და ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

,,აპარატურულ სუნთქვაზე იყო კარგა ხანია. ჩვენთან რეანიმაციაში 9 პაციენტი მკურნალობს, აქედან 7 აპარატზეა. სამი კრიტიკულ-ტერმინალურ მდგომარეობაში. ერთ-ერთი მათგანი იყო ეს პაციენტი, რომელსაც გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა ჩვენთან და ამიტომ მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა. პაციენტს აღენიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის გამო თავისი გართულებები, სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეპტიური შოკი და სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. ეს გართულება ახასიათებს ძირითადად კორონავირუსს. ძალიან დიდი შრომა გასწიეს ჩვენმა რეანიმატოლოგებმა, მაგრამ შედეგი ვერ დადგა კარგი", - განაცხადა ლალი ტურძელაძემ. 

მისივე თქმით, პაციენტი, რომელიც გუშინ ღამით გარდაიცვალა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდა. 

ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსით 5 ადამიანია გარდაცვლილი. დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 411-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 98 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system